A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Only variable references should be returned by reference

Filename: core/Common.php

Line Number: 239

UNFPA GEORGIA

მოზარდების მხარდაჭერა

ამჟამად მსოფლიოში 10-დან 25 წლამდე ასაკის 1,5 მილიარდი ადამიანი აღირიცხება. მათგან თითქმის ნახევარი სიღატაკეში ცხოვრობს. ახალგაზრდული დახმარების ტრადიციული პროგრამები ვერ აღწევს იმ ადამიანებამდე, ვისაც იგი ყველაზე მეტად ესაჭიროება-უპირველეს ყოვლისა, მარგინალიზირებულ მოზარდ გოგონებამდე.

სხვადასხვა ამოცანების გადაჭრა, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მრავალრიცხოვანი ახალგაზრდა თაობის წინაშე დგას, გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს, თუკი ჩვენ გვსურს, რომ განვითარების სფეროში გაწეულმა სოციალურმა და ეკონომიკურმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღოს.

უპირველესად შიდსის ეპიდემია დაღმავალ დინებაში უნდა დავაბრუნოთ. გაეროს მოსახლეობის ფონდმა შეიმუშავა “ოთხი გასაღები” ახალგაზრდების შესაძლებლობათა გამოსავლენად. მათ შორისაა, განვითარების ეროვნულ სტრატეგიებში ახალგაზრდობის ჩართვა და სიღატაკის შემცირება; სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში განათლების ხელმისაწვდომობის გაფართოება, რაც ეფუძნება ცხოვრებისეულ გამოცდილებებს და ითვალისწინებს გენდერულ სპეციფიკას; ახალგაზრდების დახმარება სამედიცინო მომსახურების ძირითადი პაკეტისა და პროფილაქტიკის საშუალებების მიღების საქმეში; ასევე, ახალგაზრდების შესაძლებლობების გაფართოება, რათა ისინი აქტიურად ჩაერთონ  იმ გადაწყვეტილებათა მიღებაში, რომლებიც მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეხება.