A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Only variable references should be returned by reference

Filename: core/Common.php

Line Number: 239

UNFPA GEORGIA

რეპროდუქციული ჯანმრთელობის გაუმჯობესება

2005 წელს უმაღლესი დონის მსოფლიო შეხვედრაზე (მსოფლიო სამიტზე) სახელმწიფოთა მეთაურებმა დაადასტურეს, რომ გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებენ მოსახლეობის რეპროდუქციული ჯანმრთელობის განმტკიცების აუცილებლობას განვითარების სფეროში საერთაშორისო მიზნების მიღწევისათვის.რეპროდუქციული ჯანმრთელობა ადამიანის უფლებაა. ამასთანავე, მთელს მსოფლიოში, რეპროდუქციული ჯანმრთელობა წარმოადგენს შვილოსნობის ასაკის ქალთა სიკვდილიანობის  უმთავრეს მიზეზს. სულ მცირე 200 მილიონ ქალს სურს დაგეგმოს საკუთარი ოჯახის მომავალი და შვილების რაოდენობა, მაგრამ უსაფრთხო და ეფექტიანი კონტრაცეპციის საშუალებები მათთვის ხელმისაწვდომი არ არის. მოსახლეობის ფონდი წარმოგვიდგენს რეპროდუქციული ჯანდაცვისადმი კომპლექსურ მიდგომას, რაც შემდეგ ასპექტებს მოიცავს:

  • სანდო ინფორმაციის საყოველთაო ხელმისაწვდომობა, ყველასათვის მისაღები და უსაფრთხო  კონტრაცეპციის მთელი რიგი, კლიენტზე ორიენტირებული კონსულტირება.

  • მშობიარობამდელი გინეკოლოგიური დახმარების ხარისხის გაუმჯობესება ყველა ფეხმძიმე ქალისათვის.

  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების, მათ შორის შიდსის პროფილაქტიკა და მკურნალობა.

  • ინვესტიციები რეპროდუქციულ ჯანდაცვაში, ცხოვრების პირობების შენარჩუნება და გაუმჯობესება. შიდსის შემდგომი გავრცელების აღკვეთა, ღონისძიებები გენდერული თანასწორობის მისაღწევად.