A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Only variable references should be returned by reference

Filename: core/Common.php

Line Number: 239

UNFPA GEORGIA

განვითარების მიზნების მისაღწევად

გაეროს მოსახლეობის ფონდი მიისწრაფის გააუმჯობესოს ადამიანთა ცხოვრება და გააფართოვოს ცალკეული პიროვნებების, ასევე ოჯახების  არჩევანის შესაძლებლობანი.  საბოლოო ჯამში, სწორედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანთა არჩევანი, რომელსაც ისინი აკეთებენ რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ქცევის სფეროში, ცვლის პლანეტის მოსახლეობის სტრუქტურასა და განსაზღვრავს გლობალურ ტენდენციებს.

მთავრობათა მოთხოვნის საფუძველზე გაეროს მოსახლეობის ფონდი ეხმარება მათ სიღარიბის მასშტაბების შემცირებისა და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად შესაბამისი პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებაში.

ამას გარდა, ფონდი ეხმარება სხვადასხვა ქვეყნებს იმ მონაცემთა შეკრებასა და დამუშავებაში,  რომელთა მიხედვითაც, შესაძლოა, შევიტყოთ დემოგრაფიული ტენდენციების შესახებ. გაეროს მოსახლეობის ფონდი ურჩევს მთავრობებს, ისევე გაითვალისწინონ მომავალ თაობათა მოთხოვნილებანი, როგორც _ იმათი, ვინც ამჟამად ცხოვრობს. მჭიდრო კავშირი მდგრად განვითარებასა და რეპროდუქციულ ჯანმრთელობას, გენდერულ წონასწორობას  და ფონდის მოღვაწეობის ძირითად მხარეებს შორის, დადასტურებული იქნა 1994 წლის მოსახლეობისა და განვითარების ქაიროს საერთაშორისო კონფერენციაზე.

ფონდი თავის მოღვაწეობისას ხელმძღვანელობს ქაიროში მიღებული პროგრამით.  ამ კონფერენციაზე 179 ქვეყანა შეთანხმდა, რომ ჯანდაცვის და განათლების სფეროში არსებულ მოთხოვნათა დაკმაყოფილება, რეპროდუქციული ჯანმრთელობის ჩათვლით, მდგრადი განვითარების ხანგრძლივი პერსპექტივისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს. მონაწილენი ასევე შეთანხმდნენ, რომ შემდეგი მიზნები საკუთარი მუშაობისას ერთგვარ “გზამკვლევად” უნდა დაისახონ:

2015 წლისათვის რეპროდუქციული ჯანმრთელობის სამსახური ყველასათვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს.

უზრუნველყოფილი იქნას საყოველთაო დაწყებითი განათლება და მოისპოს უთანასწორობა სქესთა შორის განათლების სფეროში 2015 წლამდე. 

შემცირდეს დედათა სიკვდილიანობა 75 პროცენტამდე, 2015 წლისათვის.
შემცირდეს ახალშობილთა სიკვდილიანობა.

გაიზარდოს სიცოცხლის ხანგრძლივობა.

დაიკლოს შიდსის გავრცელების ტემპებმა.

მოქმედების პროგრამის ამოცანათა განხორციელებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ათასწლეულის განვითარების მიზნების მისაღწევად. ეს რვა მიზანი, რომელიც მთლიანად ემთხვევა მოსახლეობისა და განვითარების ქაიროს საერთაშორისო კონფერენციის “გზამკვლევს”, 2015 წლისათვის საერთო მიზნად ისახავს უკიდურესი სიღატაკის მასშტაბების ორგზის შემცირებას. 
ფონდს შეაქვს თავისი გამორჩეული წვლილი მოსახლეობის რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის საქმეში, რათა მიღწეულ იქნას ათასწლეულის განვითარების მიზნები.