A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Only variable references should be returned by reference

Filename: core/Common.php

Line Number: 239

UNFPA GEORGIA

ფონდის მისია

“ჩვენ ვერ აღმოვფხვრით უკიდურეს სიღარიბეს,შიმშილსა
და უთანასწორობას, და ვერ მივაღწევთ ათასწლეულის სხვა მიზნებს,
თუ უფრო მეტი ყურადღება არ დავუთმეთ მოსახლეობის საკითხებს,
მეტი რესურსები არ გამოიყო ქალთა უფლებებით აღჭურვასა და
რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, მათ შორის,
დედათა ჯანდაცვასა და ოჯახის დაგეგმვაზე.”

თორაია ობაიდი, გაეროს მოსახლეობის ფონდის
აღმასრულებელი დირექტორი

გაეროს მოსახლეობის ფონდი წარმოადგენს განვითარების სფეროში მოქმედ საერთაშორისო სააგენტოს, რომელიც ხელს უწყობს ყოველი ქალის, მამაკაცისა და ბავშვის უფლებას იცხოვროს ჯანმრთელი ცხოვრებითა და თანაბარი შესაძლებლობების პირობებში.

გაეროს მოსახლეობის ფონდი დახმარებას უწევს ქვეყნებს მოსახლეობის შესახებ მონაცემების დამუშავებაში შესაბამისი პოლიტიკისა და პროგრამებისათვის სიღარიბის დასაძლევად.ფონდის მიზანია, ყველა ორსულობა იყოს სასურველი, ყველა ორსულობა - უსაფრთხო, ყველა ახალშობილი - ჯანმრთელი, ყველა ახალგაზრდა-დაცული აივ/შიდსისგან,და დამოკიდებულება ყველა გოგონასა და ქალის მიმართ - გამსჭვალული ღირსებითა და პატივისცემით.