A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Only variable references should be returned by reference

Filename: core/Common.php

Line Number: 239

UNFPA GEORGIA

გენდერული თანასწორობის განვითარების მხარდაჭერა

ყველა ადამიანს აქვს უფლება დაიცვას საკუთარი უფლებები. ამ იდეას მოსახლეობის ფონდისათვის ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება. ქალთა და მამაკაცთა უფლებების დაცვის უზუნველყოფაზე დასმული აქცენტი საფუძვლად დაედო მოქმედების საერთაშორისო პროგრამას, რომელსაც 1994 წელს ქაიროში მოეწერა ხელი.

ადამიანის უფლებათა ამგვარმა აქცენტირებამ ქაიროს საერთაშორისო კონფერენციაზე, გამოიწვია ძვრები დემოგრაფიულ პოლიტიკასა და პროგრამებში. მან ციფრებისა და სტატისტიკისაგან ყურადღება ადამიანის სიცოცხლეზე გადაიტანა.  ამ სხდომაზე ყველა რეგიონის დელეგატებმა განაცხადეს, რომ რეპროდუქციული ჯანმრთელობა ადამიანის უფლებაა და ადამიანებს უნდა შეეძლოთ თავად განსაზღვრონ შვილების რაოდენობა, მათი დაბადების დრო და ინტერვალები.

გაეროს მოსახლეობის ფონდი ხელმძღვანელობს მრავალი საერთაშორისო შეთანხმებით, რომლებიც განამტკიცებენ ადამიანის უფლებების იმ პრინციპებს, რაც საფუძვლად უდევს მოღვაწეობას რეპროდუქციული ჯანმრთელობის, გენდერული თანასწორობის, მოსახლეობისა და განვითარების სფეროში.