A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Only variable references should be returned by reference

Filename: core/Common.php

Line Number: 239

UNFPA GEORGIA

გაეროს მოსახლეობის ფონდის ისტორია

გაეროს მოსახლეობის ფონდი UNFPA 1969 წელს დაფუძნდა. 1971 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით მოსახლეობის ფონდს დაევალა წამყვანი როლის შესრულება მოსახლეობის პროგრამების განხორცილებაში.

1972 წლიდან, ფონდის რესურსების ზრდისა და საქმიანობის მასშტაბის გაფართოების კვალდაკვალ, მოსახლეობის ფონდი  უშუალოდ გენერალურ ასამბლეას დაექვემდებარა. 1979 წელს გენერალურმა ასამბლეამ საჯაროდ დაადასტურა, რომ გაეროს მოსახლეობის ფონდი მის სისტემის ნაწილია.

1987 წელს ფონდის თავდაპირველი სახელწოდება შეიცვალა და მას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოსახლეობის ფონდი ეწოდა, თუმცა ადრინდელი აბრევიატურა UNFPA დარჩა.

1993 წელს გენერალურმა ასამბლეამ გაეროს ბავშვთა ფონდისა და მოსახლეობის ფონდის მმართველი სათათბიროები აღმასრულებელ საბჭოებად გარდაქმნა, რომელნიც თავის მხრივ გაეროს ეკონომიკური და სოციალურ   საბჭოს დაექვემდებარენ.

1994 წელს ქაიროში ჩატარებული მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციის შემდეგ გენერალურმა მდივანმა გაეროს მოსახლეობის  ფონდი ამ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამყვან ინსტიტუტად გამოაცხადა, რომელმაც ქაიროს კონფერენციის სამოქმედო პროგრამის დანარგვა და განხორციელება უნდა უზრუნველყოს.

გაეროს მოსახლეობის ფონდი ახორციელებს პროგრამების მხარდაჭერას ოთხ რეგიონში: არაბულ სახელმწიფოებში, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზში, ასევე საჰარის უდაბნოს სამხრეთით მდებარე აფრიკის ქვეყნებში.

ფონდი მუშაობს  150 ქვეყანას, რაიონსა და ტერიტორიაზე მეთოდური ურთიერთქმედების მქონე 10 ქვეყანათაშორისი ჯგუფის მეშვეობით და სხვადასხვა ქვეყნებში არსებული 112 წარმომადგენლობის საშუალებით. ფონდის მუშაკთა სამი მეოთხედი უშუალოდ ადგილებზეა დასაქმებული.