A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Only variable references should be returned by reference

Filename: core/Common.php

Line Number: 239

UNFPA GEORGIA

გენდერული თანასწორობის განვითარების მხარდაჭერა

ქალებს შეუძლიათ და ვალდებულნი არიან აქტიური როლი ითამაშონ მდგრადი განვითარებისა და სიღატაკის აღმოფხვრის საქმეში. როცა ქალები ჯანმრთელები არიან, როცა აქვთ განათლება, ეს მათი ოჯახებისათვის, საზოგადოებისა და, მთლიანად სახელმწიფოსათვის არის სასარგებლო. თუმცა, სქესობრივი დისკრიმინაცია, ძალადობა გენდერულ საფუძველზე, არყევს ქალების შესაძლებლობებს და ართმევს მათ საშუალებას, სრულად განახორციელონ თავიანთი მთავარი უფლებები.

გენდერული თანასწორობის მიღწევა ათასწლეულის განვითარების რვა მიზანთა შორის-ერთერთია. გენდერული თანასწორობის საქმეში განხორციელებულ ინვესტიციებს შეუძლიათ გააუმჯობესონ როგორც ქალთა, ასევე მამაკაცთა ცხოვრების პირობები და ამით, შეუქმნან პირობები მომდევნო თაობებს.

30-ზე მეტი წლის განმავლობაში მოსახლეობის ფონდი გენდერული საკითხების გადაჭრის ავანგარდში იბრძვის. ფონდი ცდილობს ყურადღება მიმართოს თანასწორობის საკითხისადმი, ახორციელებს სამართლებრივ და პოლიტიკურ რეფორმებს, ითვალისწინებს გენდერულ საკითხს მონაცემთა შეგროვებისას, ასევე, მხარს უჭერს პროექტებს, რომლებიც საშუალებას იძლევა გაფართოვდეს ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობები.