A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Only variable references should be returned by reference

Filename: core/Common.php

Line Number: 239

UNFPA GEORGIA

კულტურული თავისებურებების გათვალისწინება

გაეროს მოსახლეობის ფონდის ღონისძიებები ცხოვრების ყველაზე ინტიმურ და მგრძნობიარე სფეროებს ეხება, მათ შორის  რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და ადამიანის უფლებებს, გენდერულ ურთიერთდამოკიდებულებას, ხალხთა განსახლების საკითხებს. სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებს შორის, ამ საკითხებისადმი დამოკიდებულებაც ერთმანეთისაგან განსხვავებულია.

ღრმად ფესვგამდგარი ტრადიციების, ქცევის მოდელებისა და კანონების ცვლილება, რომელიც სქესთა შორის ურთიერთდამოკიდებულებას ეხება, შესაძლოა, ხანგრძლივი პროცესი იყოს, და ამ დროს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ადამიანთა კულტურული თავისებურებანი.

მოსახლეობის ფონდი პატივისცემით ეპყრობა კულტურულ მრავალფეროვნებას. თუმცა იგი ეწინააღმდეგება ქმედებებს, რომელიც საშიშროების ქვეშ აყენებს ქალებისა და გოგონების ჯანმრთელობას. ფონდი მჭიდროდ თანამშრომლობს სხვადასხვა საზოგადოებებთან, რათა მოიპოვოს მათი მხარდაჭერა ამავე საზოგადოებების ყველა წევრის უფლებათა დაცვის საქმეში.