A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Only variable references should be returned by reference

Filename: core/Common.php

Line Number: 239

UNFPA GEORGIA

აივ/შიდსის პროფილაქტიკა

შიდსის ეპიდემია გლობალურ კატასტროფად გვევლინება. მან 20 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ათობით მილიონი ბავშვი დააობლა. 2008 წლისათვის შიდსით დაავადებულ ცოცხალ ადამიანთა რიცხვმა 33 მილიონი შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ შიდსის გავრცელების მაჩვენებელი დარეგულირდა, იგი მაინც რჩება მთელ მსოფლიოში სიკვდილიანობის ძირითად მიზეზად, ხოლო აფრიკაში - სიკვდილის გამომწვევ უმთავრეს მახასიათებლად.

უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, შიდსით დაავადების მაჩვენებლის შემცირებისათვის საჭიროა მდგრადი და ინტენსიური პროგრამების რეალიზაცია, რომლებიც მიმართული იქნება ქცევის შეცვლისაკენ-მაგ.პრეზერვატივის გამოყენება, სექსუალური ცხოვრების შედარებით გვიან დაწყება და სექსუალურ პარტნიორთა რაოდენობის შემცირება.

გაეროს მოსახლეობის ფონდი, როგორც გაეროს შიდსის პროგრამის ერთერთი თანასპონსორი, ააქტიურებს და აფართოებს საკუთარ ღონისძიებებს შიდსის პროფილაქტიკის საქმეში. მუშაობის ძირითად პრინციპებად აღიარებულია ადამიანის უფლებები, ფაქტობრივ მონაცემთა გამოყენება, ყურადღების გამახვილება გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფაზე.

გაეროს შიდსის პროგრამის ფარგლებში ფონდი საკუთარ თავზე იღებს წამყვან როლს პრეზერვატივის გამოყენების, ახალგაზრდობისა და ქალების პროფილაქტიკის  პროგრამის შემუშავებისას. ეს გახლავთ ორი ჯგუფი, რომლებიც სულ უფრო მეტად იმყოფებიან დაავადების რისკის ქვეშ.

ფონდი ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მოსახლეობის სხვა მოწყვლად ჯგუფებზე. შიდსსა და სექსუალურ-რეპროდუქციულ ჯანმრთელობას შორის კავშირის დადგენა წარმოადგენს მოსახლეობის ფონდის უმთავრეს სტრატეგიას, რომელსაც იგი იყენებს ეფექტიანობის ასამაღლებლად, რათა მოიცვას ადამიანთა უფრო დიდი რაოდენობა და მიაღწიოს მიზანს: პროფილაქტიკა, მკურნალობა, ზრუნვა და მხარდაჭერა ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდეს.