A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Only variable references should be returned by reference

Filename: core/Common.php

Line Number: 239

UNFPA GEORGIA

ფონდის ღონისძიებები

UNFPA-ის აღმასრულებელი დირექტორის მიმართვა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

ინვესტირება ახალგაზრდების გაძლიერებაში და მსოფლიოს გარდაქმნა

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელი დირექტორის მიმართვა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

 

12 აგვისტო 2015

 

 

დღეს, გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, რომლის თემაა „ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობა“. ამ დღის მიზანია გაიზარდოს ცნობიერება ახალგაზრდული ინიციატივებისა და აქტივობების შესახებ, რომლებსაც ისინი ახორციელებენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით თავიანთი ოჯახებისა და ქვეყნების კეთილდღეობის ხელშესაწყობად.

მსოფლიოს 65 ქვეყანაში, მოსახლეობის უმეტესობის ასაკი 24 წელზე ნაკლებია. ახალგაზრდების შეზღუდვა, რომ სრულად ჩაერთონ გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში მათი უფლებების უხეში დარღვევაა და აფერხებს დემოკრატიულ პროცესებს. ამ გზით, ჩვენ ვკარგავთ უდიდეს ადამიანურ კაპიტალს, რომელსაც შეუძლია ერის განვითარების ხელშეწყობა.

ახალგაზრდებს აქვთ ძალა, რომელსაც მსოფლიოს უკეთესობისკენ გარდაქმნა შეუძლია. ისინი დგამენ გაბედულ ნაბიჯებს დემოკრატიისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად, ისინი სათავეში უდგანან გლობალურ ინიციატივებსა და კამპანიებს კლიმატის ცვლილების და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში და არიან ინოვატორები და სიახლის მომტანნი საინფორმაციო ტექნოლოგიების  და მშვიდობის სფეროებში.

არსებული კონფლიქტების პირობებში, როდესაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერება, ახალგაზრდები უნდა იყვნენ ჩვენი ყველაზე მჭიდრო პარტნიორები. ჩვენ გვჭირდება მათი უნარები და შესაძლებლობები, რომელიც ჩვენი პლანეტის კეთილდღეობისკენ იქნება მიმართული.

შემდეგი 15 წელი არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ მოხდეს კონფლიქტების ეფექტურად მოგვარება და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა მრავალ ქვეყანაში, თუკი მოხდება ახალგაზრდების გაძლიერება, მხარდაჭერა, და განათლებისა და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა. ახალგაზრდა ქალები და მამაკაცები უნდა იყვნენ ძალადობისგან დაცული, მათ უნდა ჰქონდეთ საბაზისო განათლებაზე და ჯანდაცვის, მათ შორის რეპროდუქციული ჯანმრთელობის  სერვისებზე წვდომა. მათ აგრეთვე აქვთ უფლება მიიღონ მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში.

თუმცა, ახალგაზრდები ხშირად რჩებიან გადაწყვეტილებების მიღების პროცესებს მიღმა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მოსახლეობის 16%-ს 20-დან 29 წლამდე ახალგაზრდები შეადგენენ, პარლამენტარების მხოლოდ 1.6% მიეკუთვნება ამ ასაკობრივ ჯგუფს. ახალგაზრდები იშვიათად წევრიანდებიან პოლიტიკურ პარტიებში, და უმეტესობა არც არჩევნებში იღებს მონაწილეობას.

მიუხედავად ამისა, შეცდომა იქნება დავასკვნათ, რომ ახალგაზრდები არ ინტერესდებიან, ან მათთვის სულერთია ქვეყნის განვითარება. დღევანდელ ახალგაზრდები უფრო მეტად არიან განათლებული და ჩართული სამოქალაქო საქმიანობებში, ვიდრე წინა თაობები, თუმცა, მიუხედავად ამისა, ისინი ხშირად ვერ იღებენ მონაწილეობას იმ დისკუსიებში, რომლებიც ქვეყნის მომავლის დაგეგმვას ეხება. იმისათვის, რომ მათ სრულად შეძლონ მონაწილეობა, მათ უნდა დაძლიონ მრავალი საკანონმდებლო, სოციალური და კულტურული ბარიერი, მათ შორის დისკრიმინაცია. დღესაც კი, მოზარდი გოგონები ხდებიან ადრეული ქორწინების, ძალადობის და დაუგეგმავი ორსულობის მსვერპლი, რაც აფერხებს მათ განვითარებასა და სამოქალაქო ჩართულობას.

სექტემბერში, მსოფლიოს ლიდერებმა უნდა მიიღონ „ჩვენი მსოფლიოს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად“, რომელიც იქნება ისტორიული,  სიახლის მომტანი, ინკლუზიური და უნივერსალური გეგმა ჩვენი ხალხისა და პლანეტისათვის. იმისათვის, რომ წარმატებით ვაშენოთ უკეთესი მომავალი, ჩვენ უნდა აღმოვფხვრათ ახალგაზრდებისათვის ყველა წინააღმდეგობა, და მოვახდინოთ ინვესტირება მათ ჯანმრთელობასა და განათლებაში, რომ მათ, როგორც მსოფლიოს მოქალაქეებმა შეძლონ თავიანთი პოტენციალის სრულად რეალიზება. ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ უნივერსალური ხელმისაწვდმობა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, უფლებებსა და განათლებაზე.

UNFPA სიამაყით განაგრძობს მუშაობას ახალგაზრდულ ჯგუფებთან და ორგანიზაციებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომ მოხდეს მხარდაჭერის მობილიზება „გაეროს გენერალური მდივნის გლობალური სტრატეგიისათვის ქალების, ბავშვებისა და მოზარდების ჯანმრთელობის შესახებ“.

ჩვენი ძალისხმევა, რომელიც ახალგაზრდების ლიდერობასა და სამოქალაქო ჩართულობას უწყობს ხელს, მათ უვითარებს ისეთ უნარებსა და ცოდნას, რომ მათ შეძლონ გააზრებული არჩევანის გაკეთება თავიანთი სხეულის, ცხოვრების, ოჯახების, თემების, ქვეყნების თუ მსოფლიოს შესახებ.

ჩვენ ერთად უნდა ვუზრუნველყოთ, რომ 2015 წელს მიღმა განვითარების დღის წესრიგში აუცილებლად იყოს გათვალისწინებული ახალგაზრდების ყველაზე მრავალრიცხოვანი თაობის უფლებები, ჯანმრთელობა და გაძლიერება.

ახალგაზრდებთან მჭიდრო პარტნიორობით, ჩვენ მათ დავუჭერთ მხარს გარდაქმნან ჩვენი მსოფლიო და შექმნან უკეთესი მომავალი ყველასათვის.