A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Only variable references should be returned by reference

Filename: core/Common.php

Line Number: 239

UNFPA GEORGIA

ფონდის ღონისძიებები

თელავის ახალგაზრდული ფესტივალი 2015

2015 წლის 16 მაისს ქალაქ თელავში „თელავის ახალგაზრდული ფესტივალი“ გაიმართა.

თელავის ახალგაზრდულმა ფესტივალმა თბილისიდან და კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან 1000-მდე ახალგაზრდას მოუყარა თავი. მთელი დღის განმავლობაში გაიმართა უამრავი სპორტული თუ კულტურული ღონისძიება, მათ შორის: ქუჩის კალათბურთი, ფეხბურთი, ჭიდაობა, მკლავჭიდი, მხიარული სტარტები და სხვა.

ფესტივალი გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ გახსნეს.

ღონისძიების სლოგანი იყო „თანატოლები - თანასწორობსითვის“ და მისი მთავარი მიზანი იყო ახალგაზრდების ჯანმრთელობისა და განვითარების ხელშეწყობა, გენდერული თანასწორობის დამკვიდრება მათი განათლების გზით.

ღონისძიება საზეიმოდ დაიხურა ჯგუფ Goofy Land-ის კონცერტით.

მსგავსი ფესტივალები გაეროს მოსახლეობის ფონდის ინიციატივით წარმატებით განხორციელდა 2006 წელს თბილისში, 2007 და 2009 წლებში ბათუმში და 2013 წელს თეალვში.

აღნიშნული ღონისძება ჩატარდა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, გაეროს მოსახლოების ფონდისა და თელავის მერიის ორგანიზებით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, გაეროს მოსახლოების ფონდის (UNFPA), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), და გაეროს ქალთა ფონდის (UN Women) მიერ.