A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Only variable references should be returned by reference

Filename: core/Common.php

Line Number: 239

UNFPA GEORGIA

ფონდის ღონისძიებები

გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა საქართველოში: კონტექსტი, მტკიცებულებები, შედეგები და შესაძლო გადაწყვეტილებები

2015 წლის 4 მაისს გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და მსოფლიო ბანკის ორგანიზებით  გაიმართა კონფერენცია - გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა საქართველოში: კონტექსტი, მტკიცებულება, შედეგები და პრობლემის გადაჭრის  გზები.   

კონფერენციის მონაწილეებმა შეაჯამეს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ახლახანს ჩატარებული კვლევების ძირითადი მიგნებები, რამაც  გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის მიზეზები,  შედეგები და  მტკიცებულებები  გამოავლინა. აღნიშნული კვლევა საქართველოში ჩატარდა მსოფლიო ბანკისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის ერთობლივი ძალისხმევითა და თანადაფინანსებით. მსოფლიო  ბანკმა ეს პროექტი განახორციელა გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი ქოლგა ფონდის ფარგლებში (Umbrella Trust Fund for Gender Equality); გაეროს მოსახლეობის ფონდმა კი  - შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან პარტნიორობით.

"საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან თანამშრომლობით პროფესორმა გილმოტომ განახორციელა  საქართველოში სქესის შერჩევის საკითხზე პირველი სისტემატური კვლევა, რომლის შედეგადაც შესაძლებელია  ქვეყანაში ამ ფენომენის მასშტაბისა და მისი სახესხვაობების სათანადო შეფასება. დიდია იმის ალბათობა, რომ ცვლილების უმთავრესი წყარო იქნება კულტურული დამოკიდებულებების შეცვლა, რომელსაც შედეგად მოჰყვება ვაჟისთვის უპირატესობის მინიჭების ტენდენციის კლება. რაც უფრო სწრაფად მოხდება აღნიშნული ტრანსფორმაციები გენდერულ დამოკიდებულებებში, მით უფრო მცირე იქნება დაბადებისას სქესთა შორის დისბალანსის საერთო შედეგები  საქართველოს დემოგრაფიულ სტრუქტურაზე მომავალში. ვიმედოვნებთ, რომ კონფერენციაზე შემუშავებული  რეკომენდაციების  განხორციელება ხელს შეუწყობს ბოლო წლებში  სქესთა შორის დისბალანსის შემცირების ტენდენციას“ - განაცხადა ლელა ბაქრაძემ, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა.  

ჩვენს მიერ ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ  მშობლების უმეტესობას სურს იყოლიოს  ერთი ვაჟი მაინც, რის გამოც ყოველწლიურად უფრო ნაკლები გოგონა  იბადება, ვიდრე ბიჭი, და, რაც ქალებისთვის  არახელსაყრელი გარემოს  შექმნას უწყობს ხელს.    კვლევის   თანახმად  საქართველოში უკვე შეინიშნება დაბადებისას სქესთა შორის დისბალანსის კლების ტენდენცია; ეს კი  ხელსაყრელი მომენტია, რომ მივიღოთ ზომები ამ ტენდენციის შესანარჩუნებლად. კონფერენციამ მოგვცა შესაძლებლობა  შევხვედროდით მთავრობის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და განგვეხილა ის დაგროვილი გამოცდილება, რომელიც რელევანტურია საქართველოს კონტექსტისათვის“ - განაცხადა ნიშთა სინჰამ, მსოფლიო ბანკის უფროსმა ეკონომისტმა.     

სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა, როდესაც უპირატესობა ვაჟებს ენიჭებათ, იძლევა სერიოზული დაფიქრების საფუძველს. სამხრეთ კავკასიაში ამ თემის შესახებ კვლევა ცოტა ხნის წინ დაიწყო. ამ რეგიონში ეს პრაქტიკა 1990-იანი წლებში, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ შეინიშნება. ამარტია სენმა სქესთა დარღვეული თანაფარდობის ფენომენს „გაუჩინარებული ქალები“ უწოდა - ქალები, რომლებიც დღეს ჩვენს გვერდით იქნებოდნენ, რომ არა ის მავნე პრაქტიკა, რომელიც მათ ართმევს დაბადებისა და გადარჩენის შესაძლებლობას. „გაუჩინარებული ქალების“ საკითხს გლობალურ დონეზე უფრო მეტი ყურადღება დაეთმო უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში, კერძოდ ჩინეთში, ინდოეთსა და სამხრეთ კორეაში. 2012 წლის გენდერული თანასწორობისა და განვითარების შესახებ მსოფლიო განვითარების ანგარიშის თანახმად, ყოველ წელს 60 წლამდე ასაკის 3.9 მილიონი ქალი შეიძლება მოვიაზროთ „გაუჩინარებულად“. გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) 2012 წლის ანგარიშის მიხედვით დაბადებისას სქესთა დისბალანსის შესახებ, გაუჩინარებული ქალების რაოდენობა 117 მილიონია. მცირე, თუმცა მნიშვნელოვანი წვლილი ამ გლობალურ მონაცემებში სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსაც მიუძღვის.

სამხრეთ კავკასიაში ეს კვლევები დაიწყო აღმოსავლეთ ევროპის რიგ ქვეყნებში დაბადებისას სქესთა შორის შესაძლო დისბალანსთან დაკავშირებით არსებული მზარდი შეშფოთების საპასუხოდ, რომელიც გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის შესახებ  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2011 წლის სააგენტოთა შორის განცხადებას  (OCHR-ი და სხვები, 2011 წ.) და  ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში პრენატალური სქესის შერჩევის შესახებ იმავე წლის ანგარიშს მოჰყვა.

კონფერენციაზე წარმოდგენლმა კვლევებმა აღწერა ის ძირეული მიზეზები, თუ რატომ სურთ მშობლებს სულ ცოტა ერთი ბიჭის ყოლა მაინც (ვაჟისთვის უპირატესობის მინიჭება); ტენდენცია  მცირერიცხოვანი ოჯახებისკენ და არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო ამძაფრებს ამ სიტუაციას.  პრენატალური სქესის შერჩევის თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გაზრდამ მეტ მშობელს მისცა საშუალება განეხორციელებინა ვაჟის გაჩენის სურვილი.

2010 წელს,  მიახლოებითი დაანგარიშებით,  დაახლოებით  0-19 ასაკის 25,000 გოგონა იყო „გამქრალი“  საქართველოში, რაც 90-იან წლებიდან დაბადებისას სქესთა შორის დარღვეული თანაფარდობის შედეგია. ბოლო წლებში დაბადებისას სქესთა შორის დისბალანსის კლების ტენდენცია აღინიშნება. ბოლო მონაცემების მიხედვით ამჟამად იგი 1.10-ზე ნაკლებია (110 ვაჟი იბადება ყოველ 100 გოგონაზე), რაც მიუთითებს, რომ ეს ნიშნული  ნორმალურ ზღვარს უახლოვდება.       

კონფერენციაში მონაწილეობდნენ პარლამენტისა და მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, სამეცნიერო და პროფესიული საზოგადოებების წარმომადგენლები. კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს  რეკომენდაციები, რომლებიც საფუძვლად უნდა დაედოს შესაბამისი პოლიტიკის  შემუშავებას, რომელიც მიმართული იქნება ამ მავნე პრაქტიკისა და მისი ძირეული მიზეზების აღმოსაფხვრელად.  დაგეგმილი პოლიტიკური ნაბიჯები მოიცავს ოჯახებსა და საზოგადოებაში არსებული გენდერული უთანასწორობის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლას, გოგონებისა და ქალების უფლებების გაძლიერებას, ასევე საზოგადოების გაცნობიერებასა და განათლებას, რათა გოგონაც და ბიჭიც ერთნაირად სასურველი შვილი იყოს მშობლებისათვის.