A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Only variable references should be returned by reference

Filename: core/Common.php

Line Number: 239

UNFPA GEORGIA

ფონდის ღონისძიებები

ეროვნული ახალგაზრდული ფორუმი

2015 წლის 27 აპრილს სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ თბილისში“ საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი - საქართველოს თანამშრომლობით ეროვნული ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა.

ეროვნულ ახალგაზრდულ ფორუმში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის და მთავრობის, ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის, ახალგაზრდული, ადგილობრივი არასამთვრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

ღონისძიების მიზანი იყო მოზარდებისა და ახალგაზრდების განვითარებაში მეტი ინვესტირებისათვის ადვოკატირება, რაც  აუცილებელია ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის.

ეროვნული ფორუმის მონაწილეებმა მოისმინეს ახალგაზრდების მოსაზრება მათი საჭიროებების  შესახებ; ფორუმზე წარმოდგენილი იქნა კაიროს მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციის (ICPD) სამოქმედო პლატფორმის განხორციელების სამომავლო პრიორიტეტები (ICPD 2014 წლის შემდეგ სამოქმედო ჩარჩო); ფორუმის ფარგლებში გაიმართა პლენარული სხდომები და დისკუსიები, სადაც მონაწილეებმა განიხილეს საქართველოში ახალგაზრდების განვითარებისათვის გარემოს გაუმჯობესების შესაძლებლობები და წარმოადგინეს ამ მიმართულებით საქართველოში განხორციელებული თუ დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის სამოქმედო გეგმის ფარგლებში. შემუშავდა რეკომენდაციები, რაც აუცილებელია ახალგაზრდების განვითარებისა და მათი უფლებების რეალიზებისათვის და  ICPD 2014 წლის შემდეგ გლობალური პრიორიტეტების განხორციელებისათვის ეროვნულ დონეზე.

“გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ 2014 წელს ჩატარებული საქართველოს მოსახლეობის სიტუაციური  ანალიზის თანახმად, ახალგაზრდების საჭიროებებს რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში ქვეყანაში არასაკმარისი ყურადღება ეთმობა. სერვისების მიმწოდებლებს არ გააჩნიათ შესაბამისი უნარები და ცოდნა, რათა უზრუნველყონ მათთვის ინფორმაციის, კონსულტაციის და კონფიდენციალური სერვისის ეფექტურად მიწოდება. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვანი  ხარვეზები არსებობს ჯანსაღი ცხოვრების წესის, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ ახალგაზრდების ინფორმირების და განათლების კუთხით.

მოზარდები და ახალგაზრდები წარმოადგენენ მოსახლეობის იმ ძირითად სეგმენტს, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისა და მომავლისათვის; ინვესტირების გაზრდა ქვეყნის მომავალი ადამიანური კაპიტალის განვითარებაში, განათლებასა და ჯანმრთელობაში, მნიშვნელოვნად განაპირობებს ქვეყნის მდგრად განვითარებას და ეს შესაძლებელია მხოლოდ მიზანმიმართული  მულტი-სექტორული მიდგომით,” - აღნიშნა გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლელა ბაქრაძემ.

ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.