A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Only variable references should be returned by reference

Filename: core/Common.php

Line Number: 239

UNFPA GEORGIA

ფონდის ღონისძიებები

სენსიტიური რეპორტინგის ტრენინგი

2015 წლის 19-20 თებერვალს, თბილისში UNFPA-ის, UNDP-ის და UN Women-ის ორგანიზებით სენსიტიური გაშუქების ტრენინგი გაიმართა. ადგილბროვი და რეგიონალური მედიის წარმომადგენლები სასტუმრო თბილისი მერიოტში შეიკრიბნენ რათა განეხილათ ისეთი საკითხები, როგორებიცაა: გენდერული თანასწორობა, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და რეპროდუქციული უფლებები, ძალადობა ოჯახში და სხვა.

ტრენერმა ჰანნა სტორმმა (რომელსაც 15 წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს ისეთ ორგანიზაციებში, როგორებიცაა ბი-ბი-სი, როიტერი, თაიმსი) გენდერულ ჭრილში გაშუქებული მასალების სესნიტიურობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან მოიყვანა მაგალითები საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან.

ორი დღის განმავლობაში მედიის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ გასაუბრებოდნენ ექსპერტებს, მათ ასევე წარმოადგინეს თავიანთი ხედვები და გამოცდილება აღნიშნული თემების გაშუქებასთან დაკავშირებით. ტრენინგი როგორც პრაქტიკულ ასევე ჯგუფურ სამუშაოებს მოიცავდა.

ღონისძიება გაეროს ერთობლივი პროგრამის "გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში" ფარგლებში ჩატარდა.

იხილეთ ყველა ფოტო.