A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Only variable references should be returned by reference

Filename: core/Common.php

Line Number: 239

UNFPA GEORGIA

ფონდის ღონისძიებები

გენდერული თანასწორობის კვირეული 2015

2015 წლის 2-16 მარტს საქართველოში უკვე მერვედ ტარდება გენდერული თანასწორობის კვირეული. კვირეულის ინიციატორია გაეროს წარმომადგენლობა საქართველოს მთავრობასთან, პარლამენტთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და ბიზნესთან თანამშრომლობით. 

წლევანდელი კვირეული ეხმიანება გაეროს საერთაშორისო კამპანიას „ძლიერი ქალი - ძლიერი საზოგადოება“ (Empowering Women – Empowering Humanity: Picture It!).კვირეულის ღონისძიებები გაიმართება თბილისსა და საქართველოს რეგიონებში. 

კვირეულის დაწყების წინ გაეროს წარმომადგენლობამ გაავრცელა საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის - ნილს სკოტის მიმართვა, სადაც მან მოიწვია ყველა დაინტერესებული პირი გენდერული თანასწორობის კვირეულში მონაწილეობის მისაღებად. 

„გენდერული თანასწორობის მიღწევა ნიშნავს ისეთ მსოფლიოში ცხოვრებას, სადაც ქალებსა და მამაკაცებს თანაბრად შეუძლიათ მათი უფლებებისა და არჩევანის განხორციელება, იქნება ეს პოლიტიკური მოღვაწეობა, განათლება, შემოსავლების მიღება, თუ ძალადობისა და დისკრიმინაციისაგან თავისუფალ საზოგადოებაში ცხოვრება“, თქვა ნილსმა სკოტმა.

გენდერული კვირეულის ორგანიზატორები არიან გაეროს  წარმომადგენლობა საქართველოში და გაეროს სააგენტოები - გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) და გაეროს ქალთა ფონდი (UN Women). კვირეული გაიმართება გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით.   

2 მარტი, 17:00, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“, თბილისი- გენდერული თანასწორობის 2014-2016 სამოქმედო გეგმის შესრულების ერთწლიანი შედეგების პრეზენტაცია

3 მარტი, 17:30, კინოთეატრი „რუსთაველი“, თბილისი - დოკუმენტური ფილმის „ხმა ამოიღეთ!“ საპრემიერო ჩვენება რეჟისორი: ზურაბ ინაშვილი. ფილმი ეძღვნება ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებს

4 მარტი, 15.00, საქართველოს პარლამენტი, ქუთაისი - საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შეხვედრა საკრებულოების წევრ ქალთა ფორუმის სამუშაო ჯგუფთან

5 მარტი, 11:00, სასტუმრო ლაერტონ თბილისი - ახალგაზრდული კონფერენცია „ქალთა საზოგადოებრივი როლის გაძლიერება“

5-6 მარტი, ლოპოტა - სოფლად მცხოვრებ ქალთა შეხვედრა სათემო პროექტების საკითხებზე

6 მარტი, 19:30 – 21:30 პრეზიდენტის რეზიდენცია, პარლამენტის შენობა, მთავრობის კანცელარია, თბილისი - საინფორმაციო აქცია პარლამენტში ქალთა კვოტების შესახებ

16 მარტი- კონფერენცია ქალთა პოლიტიკაში ჩართულობისა და პარლამენტში ქალთა კვოტების საკითხებზე.