A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Only variable references should be returned by reference

Filename: core/Common.php

Line Number: 239

UNFPA GEORGIA

ფონდის ღონისძიებები

2014 წლის 5 ნოემბერს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა იწყება

2014 წლის  4 ნოემბერს, სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (GEOSTAT) აღმასრულებელმა დირექტორმა, მერი დაუშვილმა, შვედეთის სამეფოს სრულუფლებიანი ელჩმა საქართველოში, მარტინა ქვიქმა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლელა ბაქრაძემ გამართეს პრეს-კონფერენცია 2014 წლის საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მხარდაჭერის შესახებ.

5 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური მოსახლეობის საყოვეთაო აღწერას იწყებს, რომელიც 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება.  საყოველთაო აღწერა 19 ნოემბერს დასრულდება და მოიცავს საქართველოს მთელ ტერიტორიას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის გარდა. საქართველოს ყველა მოქალაქე, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე პირი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს აღწერაში.

აღწერა, თავისი მასშტაბითა და შინაარსით, წარმოადგენს უნიკალურ საინფორმაციო წყაროს მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ. აღწერის შედეგად მიღებული იქნება უახლესი ინფორმაცია მოსახლეობის რიცხოვნობის, მათი სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის, დასაქმების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, საარსებო წყაროებისა და საცხოვრისების შესახებ.

2014 წლის საყოველთაო აღწერის ხელშეწყობისა და ხარისხიანი მონაცემების შეგროვების მიზნით შვედეთის მთავრობასა და გაეროს მოსახლეობის ფონდს შორის გაფორმდა თანადაფინანსების ხელშეკრულება, რომლის მიხედვით შვედეთის მთავრობამ 1,100,000 აშშ დოლარზე მეტი დამატებითი რესურსი გამოყო, ხოლო გაეროს მოსახლეობის ფონდის კონტრიბუციამ 2014 წელს 200,000 აშშ დოლარი შეადგინა.

დონორთა დახმარება, რომელიც  ემსახურება აღწერის სრულყოფილად ჩატარებას, რამდენიმე კომპონენტისაგან შედგება: მონაცემთა შეგროვების ზედამხედველობისა და ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ჩამოყალიბება; მრავალმხრივი მულტი-მედია კამპანია, რომლის მიზანია საზოგადოების ინფორმირება საყოველთაო აღწერის ხარისხიანად ჩატარების მნიშვნელობის შესახებ; მოსახლეობის აღწერის კითხვარების ბეჭდვა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური წარმოადგენს ამ პროექტის განმახორციელებელ პარტნიორს.

გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), მისი მანდატიდან გამომდინარე, მსოფლიოს მრავალ ქვეყანას ეხმარება მოსახლეობის საყოველთაო აღწერების ჩატარებაში. საქართველოში საქმიანობის 15 წლის განმავლობაში ფონდის დახმარება მიმართულია დემოგრაფიულ მონაცემთა შეგროვებისა და მათი ანალიზის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ.

ამჟამად, 2011-2015 წლების მეორე ეროვნული პროგრამის ფარგლებში, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისი დახმარებას უწევს 2014 წლის საყოველთაო აღწერის ხარისხიანად ჩატარებას, მონაცემთა შეგროვებას, დამუშავებასა და გავრცელებას, ახორციელებს დონორთა დახმარების კოორდინაციას, საქსტატის ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას.