A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Only variable references should be returned by reference

Filename: core/Common.php

Line Number: 239

UNFPA GEORGIA

ფონდის ღონისძიებები

ჰანს როსლინგის საჯარო ლექცია

2014 წლის 25-26 ივნისს სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერია”-ში გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით შვედი აკადემიკოსისა და სტატისტიკოსის, ჰანს როსლინგის საჯარო ლექცია გაიმართა.

ფონდ Gapminder-ის დამფუძნებელი ჰანს როსლინგი სხვადასხვა დროს იყო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, გაეროს და რამდენიმე საერთაშორისო სააგენტოს მრჩეველი, ორგანიზაციის „ექიმები საზღვრებს გარეშე“ დაფუძნების ინიციატორი შვედეთში.

როსლინგის პრეზენტაციები დამყარებულია სტატისტიკურ ინფორმაციაზე (ხშირად გაეროს მონაცემებზე), რომელსაც ის მის მიერ შექმნილი კომპიუტერული პროგრამის დახმარებით, ვიზუალურად გადმოსცემს. ჰანს როსლინგის პრეზენტაციებში მოცემული გლობალური ტენდენციები ანიმაციის გამოყენებით უფრო ინტერაქტიული და ინფორმაციული ხდება. ბატონი როსლინგის დოკუმენტური ფილმები ჯანმრთელობის, მოსახლეობისა და განვითარების თემებზე მსოფლიო საზოგადოებისათვის კარგადაა ცნობილი როგორც ინტერნეტ რესურსების, ასევე ტელეკომპანია BBC-ს მეშვეობით.

ჰანს როსლინგი ხშირად მონაწილეობს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ TED კონფერენციაში, სადაც სხვადასხვა დროს სპიკერები იყვნენ ბილ კლინტონი, ბილ გეითსი, გუგლის დამფუძნებელი ლარი პეიჯი და სხვა. 2009 წელს Foreign Policy Magazine-მა ჰანს როსლინგი მსოფლიოს 100 გლობალურ მოაზროვნეს შორის დაასახელა, 2012 წელს ის შვედეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი გახდა, ამავე წელს ჟურნალმა TIME როსლინგი მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

ჰანს როსლინგმა თბილისში გამართულ საჯარო ლექციაზე ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობისა და ამ პროცესში ინვესტირების მნიშვნელობაზე ისაუბრება, რაც ქვეყნის მდგრადი განვითარების განუყოფელი ნაწილი და პირობაა. ეს ღონისძიება ერთგვარი ფორუმი იყო პოლიტიკის შემქმნელებისთვის, პროფესიონალების, სტუდენტებისა და სხვა დაიტნერესებული პირებისთვის სხვადასხვა სექტორიდან, რამაც მათ საშუალება მისცემა მიიღონ მეტი ინფორმაცია და გამოიყენონ ის მოსახლეობასთან და განვითარებასთან დაკავშირებული პროგრამებისა და პოლიტიკის დაგეგმვაში, მათ განხორციელებასა და მონიტორინგში.

აღნიშნული ღონისძიება გაიმართა გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.