A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Only variable references should be returned by reference

Filename: core/Common.php

Line Number: 239

UNFPA GEORGIA

ფონდის ღონისძიებები

გაეროს მოსახლეობის ფონდმა UNFPA საქართველოში საქმიანობის 15 წელი აღნიშნა

30 ოქტომბერი, 2014
გაეროს მოსახლეობის ფონდმა  UNFPA საქართველოში საქმიანობის 15  წელი აღნიშნა

გაეროს მოსახლეობის ფონდმა საქართველოსთან თანამშრომლობის 15 წლის იუბილესთან დაკავშირებით 20 ოქტომბერს ფუნიკულიორის წვეულებათა დარბაზში საზეიმო მიღება გამართა. საზეიმო მიღებაში მონაწილეობა მიიღეს: ბ-ნ ზაჰიდ ჰაქმა,  UNFPA წარმომადგენელმა თურქეთში, აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის ოფისების დირექტორმა; ბ-ნ ნილს სკოტმა, გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში;  ქ-ნ თამარ ხომასურიძემ, მრჩეველმა რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში, UNFPA აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისი; საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა.