A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Only variable references should be returned by reference

Filename: core/Common.php

Line Number: 239

UNFPA GEORGIA

განცხადებები

კონკურსი ჟურნალისტიკის სტუდენტებისა და ბლოგერებისთვის

გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), გაეროს ერთობლივი პროგრამის "გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში" ფარგლებში, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით აცხადებს მედია-კონკურსს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისა და ბლოგერებისთვის თემაზე: "ახალგაზრდების განვითარება და უფლებები". 

კონკურსზე წარმოსადგენი მასალების თემატიკა უნდა ასახავდეს შემდეგ საკითხებს: ახალგაზრდების ხედვა გენდერული თანასწორობის საკითხებზე, მათი მონაწილეობა გენდერული თანასწორობის დამკვიდრებასა და ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების რეალიზებაში, მამაკაცების ჩართულობა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის. 

კონკურსის მიზანია:

** ახალგაზრდების უფლებების პოპულარიზაცია საზოგადოებაში;
** გენდერული თანასწორობის თემატიკის უკეთ გაშუქება მედიაში;
** დიალოგის ინიცირება რეპროდუქციული უფლებების და გენდერული თანასწორობის შესახებ. 

გამოვლინდება ორ-ორი გამარჯვებული შემდეგ ნომინაციებში: 

** საუკეთესო ბლოგპოსტი;
** საუკეთესო საგაზეთო ან საჟურნალო სტატია;
** საუკეთესო მულტიმედია ნამუშევარი (აუდიო, ვიდეო, ფოტო გალერეა, აუდიო სლაიდშოუ).

გამარჯვებულებს გადაეცემათ საჩუქრები: 

** I ადგილი - iPad Mini 
** II ადგილი - iPod Touch

კონკურსის პირობები:

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში მოქმედი უმაღლესი სასწავლებლების ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ნებისმიერ სტუდენტს ან ბლოგერს, რომელიც დაინტერესებულია რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და გენდერული თანასწორობის საკითხებით. 

საკონკურსო მასალის მოცულობაზე შეზღუდვა არ არსებობს. 

საკონკურსოდ წარმოდგენილი ბლოგპოსტი უნდა იყოს ქართულ ენაზე და გამოქვეყნებული 2013 წლის 25 ნოემბრამდე. 

საკონკურსოდ წარმოდგენილი სტატია უნდა იყოს ქართულ ენაზე. უპირატესობა მიენიჭება მასალას, რომელიც გამოქვეყნებულია ბეჭდური ან ელექტრონული მედიის რომელიმე გამოცემაში 2013 წლის 25 ნოემბრამდე. მულტიმედია მასალა უნდა იყოს ქართულ ენაზე ან ჰქონდეს ქართული სუბტიტრები და გამოქვეყნებული უნდა იყოს 2013 წლის 25 ნოემბრამდე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ: სტატიის, ბლოგპოსტის ან მულტიმედია ნამუშევრის ელექტრონული ვერსია CD-ზე (ბმულის ჩათვლით თუ ასეთი არსებობს) და დედანი (თუ ასეთი არსებობს) გაეროს მოსახლეობის ფონდის ოფისში 2013 წლის 25 ნოემბრამდე მისამართზე ირ. აბაშიძის 4. წარმოდგენილ მასალას თან უნდა ახლდეს კონკურსში მონაწილე აპლიკანტის საკონტაქტო მონაცემები (სახელი, გვარი, პირადობის მოწმობის ასლი, სტუდენტის შემთხვევაში სტუდენტის მოწმობის ასლი, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტის მისამართი). 

საუკეთესო სტატია/ბლოგი შეირჩევა შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე: 

** განხილული პრობლემის აქტუალობა და ნაშრომის საზოგადოებრივი სარგებელი;
** გამოყენებული წყაროების მრავალფეროვნება;
** წერის, გადმოცემის უნარი;
** ჟურნალისტური სტანდარტების დაცვა;
** ორიგინალურობა და სიახლე.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან/დაჯილდოვდებიან 2013 წლის დეკემბერში.

გაეროს მოსახლეობის ფონდი იტოვებს უფლებას, საჭიროების შემთხვევაში გამოაქვეყნოს და გაავრცელოს მასალა ავტორის სახელისა და გვარის მითითებით. კონკურსში გამარჯვებული მასალა განთავსდება გაეროს მოსახლეობის ფონდის ვებგვერდზე. 

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:

საკონტაქტო პირი: მირიან ჯუღელი - კომუნიკაციის სპეციალისტი
გაეროს ერთობლივი პროგრამა "გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში"
თბილისი, ირ. აბაშიძის ქ. 4
ტელ.: (995 32) 225 24 82
ელ-ფოსტა: jugheli@unfpa.org 
ვებ-საიტი: http://www.georgiaunfpa.ge