სიახლეები

2014 წლის 5 ნოემბერს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა იწყება 04 ნოემბერი, 2014
2014 წლის 5 ნოემბერს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა იწყება 2014 წლის  4 ნოემბერს, სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (GEOSTAT) აღმასრულებელმა დირექტორმა, მერი დაუშვილმა, შვედეთის სამეფოს სრულუფლებიანი ელჩმა საქართველოში, მარტინა ქვიქმა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლელა ბაქრაძემ გამართეს პრეს-კონფერენცია 2014 წლის საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მხარდაჭერის შესახებ.  სრულად >>
გაეროს მოსახლეობის ფონდმა UNFPA საქართველოში საქმიანობის 15 წელი აღნიშნა 30 ოქტომბერი, 2014
გაეროს მოსახლეობის ფონდმა  UNFPA საქართველოში საქმიანობის 15  წელი აღნიშნა გაეროს მოსახლეობის ფონდმა საქართველოსთან თანამშრომლობის 15 წლის იუბილესთან დაკავშირებით 20 ოქტომბერს ფუნიკულიორის წვეულებათა დარბაზში საზეიმო მიღება გამართა. საზეიმო მიღებაში მონაწილეობა მიიღეს: ბ-ნ ზაჰიდ ჰაქმა,  UNFPA წარმომადგენელმა თურქეთში, აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის ოფისების დირექტორმა; ბ-ნ ნილს სკოტმა, გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში;  ქ-ნ თამარ ხომასურიძემ, მრჩეველმა რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში, UNFPA აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისი; საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა. სრულად >>
ჰანს როსლინგის საჯარო ლექცია 04 ივლისი, 2014
ჰანს როსლინგის საჯარო ლექცია 2014 წლის 25-26 ივნისს სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერია”-ში გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით შვედი აკადემიკოსისა და სტატისტიკოსის, ჰანს როსლინგის საჯარო ლექცია გაიმართა. სრულად >>