A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Only variable references should be returned by reference

Filename: core/Common.php

Line Number: 239

UNFPA GEORGIA

1999 წლიდან

 

გენდერული ძალადობის აღკვეთისათვის სამხრეთ კავკასიაში

რეპროდუქციული სისტემის ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პრევენცია

დახმარება მონაცემთა შეგროვება-დამუშავებაში განვითარების ხელშეწყობისათვის

პარტნიორობა - იდეების რეალობად გარდაქმნისათვის

შერჩეული მონაცემები მოსახლეობისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ საქართველოში

 




 

გენდერული ძალადობის აღკვეთისათვის სამხრეთ კავკასიაში

დავძლიოთ გენდერული ძალადობა ამიერკავკასიაში გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და ნორვეგიის მთავრობის მიერ ერთობლივად დაფინანსებული სამწლიანი პროექტია. პროექტს ხელს უწყობს ოჯახში ძალადობის აღმოფხვრას საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ადამიანის უფლებათა დაცვის, გენდერული თანასწორობისა გაძლიერებისა და ქალთა მონაწილეობის გაზრდის მეშვეობით.

პროექტი მიზნად ისახავს გენდერული ძალადობის დაძლევასა და ქალთა ჩართულობის გაძლიერებას ისეთი სტრატეგიების მეშვეობით, როგორიცაა:

  • საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება გენდერის საკითხებზე;
  • გენდერული თანასწორობის მხარდამჭერი პოლიტიკის გატარება კანონდმებლობაში;
  • გენდერული ძალადობის პრევენციის, მასზე რეაგირებისა და ძალადობის მსხვერპლთა დაცვისათვის სათანადო მექანიზმების მხარდაჭერა;
  • გენდერული ძალადობის დაძლევისაკენ მიმართული ძალისხმევის ეფექტურობისა და შედეგიანობის გაზრდა.

გენდერული ძალადობისაგან თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბება, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა ჩართულობის გაზრდა, მდგრადი განვითარება და დემოკრატიის განმტკიცება ამიერკავკასიაში პროექტის ძირითადი ამოცანაა.

პროექტი ხორციელდება სახელმწიფო უწყებებთან, არასათმავრობო ორგანიზაციებთან და აკადემიურ წრეებთან მჭიდრო თანამშრომობით.

 უკან დაბრუნება >>


რეპროდუქციული სისტემის ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პრევენცია

 

"ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის
პროგრამა საუკეთესო მაგალითია  სამთავრობო, არასამთავრობო
და საერთაშორისო ორგანიზაციების პარტნიორობისა, რომლის ფარგლებშიც
ხედვა, მიდგომები და ძალისხმევა მიმართულია ქალთა სიცოცხლის
შესანარჩუნებლად საქართველოში. ეს ჯილდო უმაღლესი აღიარება
და  მოტივაციაა ჩვენი წარმატების  ფორმულის რეგიონში დანერგვისათვის“.


სანდრა ელისაბედ რულოვსი, საქართველოს პირველი ლედი

 გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ საქართველოში განხორციელებულ პროექტებს შორის  განსაკუთრებით ეფექტიანია პროექტი “ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პრევენცია”, რომელიც სთავაზობს თბილისის მოსახლეობას ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს უფასო სკრინინგს. იგი ხორციელდება საქართველოს პირველი ლედის ქ-ნ სანდრა ელისაბედ რულოვსის პატრონაჟის ქვეშ თბილისის მუნიციპალიტეტის თანა-დაფინანსებითა და თბილისის ეროვნულ სკრინინგ ცენტრთან  თანამშრომლობით.  ეს პროგრამა სთავაზობს თბილისში მცხოვრებ 40-70 წლამდე ქალბატონებს ძუძუს კიბოს, ხოლო 25-60 წლის ქალბატონებს - საშვილოსნოს ყელის კიბოს ადრეულ გამოვლენას.

2009 წლის იანვარში ევროპარლამენტში, ბრიუსელში ჩატარებულ საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციისადმი მიძღვნილ სამიტზე  ეროვნული სკრინინგ ცენტრი დაჯილდოვდა “სიბრძნის მარგალიტის”  საპატიო ჯილდოთი პროექტის განხორციელებისთვის, რომელიც ევროპაში საშვილოსნოს ყელის სიმსივნის პრევენციის ყველაზე წარმატებულ ინიციატივად დასახელდა.

დონორები მომავალ წელსაც გააგრძელებენ ამ წარმატებული და ეფექტიანი პროგრამის დაფინანსებას. ამასთან 2010 წლიდან იგეგმება ფინანსების გამოყოფა მკურნალობაზეც; დედაქალაქის გარდა ეს პროგრამა გაფართოვდა და საქართველოს 4 რეგიონში ხორციელდება შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსებით.

2006-2007 წლებში ონკოლოგიურ დაავადებათა უფასო სკინინგი და დიაგნოსტიკა ჩაუტარდა 10 000-ზე მეტ ადამიანს, გამოკვლევითი და ლაბორატორიული სკრინიგისა და დიაგოსტიკის ჩათვლით, რომელთაგან 70% მოდიოდა რეპროდუქციული სისტემის კიბოს პრევენციასა და ადრეული გამოვლინებების შემთხვევებზე. 

მონაცემების ანალიზისა და დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე, 2008 წლის დასაწყისში პროექტი გადახალისდა და ძირითად მიმართულებად შეირჩა ძუძუს და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი თბილისის მოსახლეობის მიზნობრივ ჯგუფებში.

ინოვაციური პროექტი უნიკალურია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, რომელიც მიზნად ისახავს რეპროდუქციული სისტემის კიბოს ადრეულ ეტაპზე გამოვლენის ხელშეწყობას, რათა შემცირდეს აღნიშნული დაავადებებით გამოწვეული მოკვდაობისა და ადრეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი ქალებში. საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეროვნული სკრინინგ ცენტრი აღიჭურვა უახლესი აპარატურით ძუძუს და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგისთვის; 2008 წლის განმავლობაში სკრინინგი ჩაუტარდა თბილისის მაცხოვრებელი ქალების მიზნობრივი ჯგუფის 20%-ს.

რეპროდუქციული სისტემის კიბოს გამოვლენისა და ადრეული დიაგნოსტიკის ხელშეწყობა ქვეყანაში გაეროს მოსახლეობის ფონდის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია: 2006-2008 წლებში, გაიმართა სწავლებისა და სემინარების სერია საშვილოსნოს ყელის სკრინინგის მეთოდის-PAP ტესტის შესახებ, და ციტოპათოლოგიის, ჰისტოპათოლოგიისა და მოლეკულური ბიოლოგიის შესახებ საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს დაავადებების.

2009 წლის 10-11 სექტემბერს ბათუმში გაიმართა შავი ზღვის აუზის ქვეყნების კონფერენცია „პარტნიორობა ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციისათვის.“  კონფერენციის მიზანი იყო შავი ზღვის აუზის ქვეყნების ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციისა და სკრინინგის პროგრამების შედეგების წარდგენა და განხილვა, გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა და ერთობლივი სტრატეგიის შემუშავება აღნიშნულ დაავადებათა პრევენციის საკითხებში მთავრობების ჩართულობის გაძლიერებისათვის.

2010 წლის 16 თბილისში ჩატარდა  შავი ზღვის ქვეყნების კოალიციის „ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციისათვის“  საკოორდინაციო კომიტეტის პირველ შეხვედრა.  კოალიცია 2009 წლის სექტემბერში ბათუმში შავი ზღვის აუზის ქვეყნების კონფერენციაზე საქართველოს პირველი ლედის ქალბატონ სანდრა ელისაბედ რულოვსისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ინიციატივით შეიქმნა. იგი აერთიანებს კლინიცისტებსა და ჯანდაცვის პოლიტიკის ექსპერტებს შავი ზღვის აუზისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან. ამჟამად კოალიციის წევრები არიან-აზერბაიჯანი, ბულგარეთი, თურქეთი, მოლდოვა, რუმინეთი, საქართველო, სომხეთი, უკრაინა. კოალიცია ღიაა რეგიონის სხვა ქვეყნებისათვისაც.

 

  უკან დაბრუნება >>



 დახმარება მონაცემთა შეგროვება-დამუშავებაში განვითარების ხელშეწყობისათვის

სანდო და ზუსტი მონაცემების არსებობა მოსახლეობის შესახებ და მათი სწორი ანალიზი გადამწყვეტია დოკუმენტირებული და მიზანმიმართული ეროვნული სტრატეგიის შემუშავების, დაგეგმვისა და განხორციელებისათვის, ზოგადად, გრძელვადიანი განვითარებისათვის. მოსახლეობა და მდგრადი განვითარება გაეროს მოსახლეობის ფონდის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია საქართველოში. მიმდინარე პროგრამით საქართველოს დასახმარებლად, გაეროს მოსახლეობის ფონდი ხელს უწყობს მთავრობას მოსახლეობის შესახებ მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის გაუმჯობესებაში.

ათასწლეულის მიზნების განხორციელების მონიტორინგის სისტემებისა და საშუალებების გაძლიერება

პროექტი ხორციელდება ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტთან თანამშრომლობით, მისი მიზანია ეროვნული სტატისტიკის ინსტიტუტის ხელშეწყობა ზუსტი მონაცემების შეგროვებასა და ანალიზში, სპეციფიური პარამეტრების მიხედვით, რომელიც შეასრულებს მოსახლეობაში არსებული ტენდენციების ინდიკატორების როლს და გახდება სანდო ინსტრუმენტი დაგეგმვისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

გაეროს მოსახლეობის ფონდმა დახმარება გაუწია სტატისტიკის დეპარტმენტს გეო-საინფორმაციო სისტემის შეძენასა და დანერგვაში, ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელებისათვის მოსახლეობის საყოველთაო აღწერისათვის.

არსებული სტატისტიკის სისტემის საერთაშორისო დონის სტანდარტებამდე გარდაქმნისთვის, გაეროს მოსახლეობის ფონდი უზრუნველყოფს საერთაშორისო ექსპერტთა მოწვევას აღნიშნული პროცესის დაკვირვებისა და რეკომენდაციების შემუშავებისთვის მისი შემდგომი დახვეწის მიზნით. სულ, 2006-2010 წლებში, გაეროს მოსახლეობის ფონდი დახმარებას გაუწევს მოსახლეობისა და განვითარების სფეროს საქართველოში, საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებითა და კვლევითი საქმიანობის განხორციელებით სანდო მონაცემთა ბაზის შესაქმნელად.

  უკან დაბრუნება >>



პარტნიორობა - იდეების რეალობად გარდაქმნისათვის

გლობალიზაციის კონტექსტში პარტნიორობას კრიტიკული როლი ენიჭება ერთობლივი ხედვის მქონე ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობისა და კავშირების დამყარებაში.

გაეროს მოსახლეობის ფონდი პარტნიორობას მიიჩნევს განვითარების მნიშვნელოვან ინსტრუმენტად.  1993 წლიდან მოყოლებული, გაეროს მოსახლეობის ფონდი ხელს უწყობს პარტნიორობის ჩამოყალიბებასა და განმტკიცებას საქართველოში ქაიროს კონფერენციისა და ათასწლეულის მიზნებით განსაზღვრული მანდატის ფარგლებში საქმიანობის განსახორციელებლად.

გაეროს მოსახლეობის ფონდმა მჭიდრო კავშირები დაამყარა მთავრობასთან, დონორებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და გაეროს პარტნიორ სააგენტოებთან, ადამიანური და ფინანსური რესურსების თავმოყრის გზით ერთობლივი მიზნების მისაღწევად.

სტრატეგიული მიმართულებების შესაბამისად, გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენლობა საქართველოში თანამშრომლობს პარლამენტის წევრებთან, მთავრობის, პროფესიული ასოციაციების, ეროვნული ინსტიტუტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან მნიშვნელოვანი მიზნების მისაღწევად, როგორიცაა:

  • პარტნიორობა ქაიროს კონფერენციის კომიტეტთან საქართველოს პარლამენტში, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და მოსახლეობის განვითარების შესახებ საკითხების ლობირებისა და პოპულარიზებისთვის;
  • პარტნიორობა ევროკომისიასთან ახალგაზრდობის სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების ხელშეწყობისთვის სამხრეთ კავკასიაში;
  • პარტნიორობა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან ხელს უწყობს რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევების ჩატარებას საქართველოში და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურების მიწოდებისათვის საჭირო მედიკამენტებისა და აღჭურვილობის უწყვეტი მიწოდებას;
  • თბილისის მუნიციპალიტეტისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, თანადაფინანსება გამოიყო თბილისის მოსახლეობაში კიბოს პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის პროგრამისათვის. ეს ერთადერთი პროექტია სამთავრობო თანადაფინანსებით კიბოს პრევენციის სფეროში;

  • ჩამოყალიბდა საქართველოს პირველი ლედისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის ერთობლივი ინიციატივით შეიქმნა ეროვნული საბჭო –რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების მაკოორდინირებელი ორგანო;
  • პარტნიორობა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მათ შორის, კონფლიქტის ზონებში, მიზნად ისახავს მოსახლეობაში რეპროდუქციული ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას;
  • ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობა პარტნიორობისა და ახალგაზრდების საკონსულტაციო კომიტეტის ჩართულობით პროექტების შემუშავებაში, განხორციელებასა და მონიტორინგში. 

  უკან დაბრუნება >>



შერჩეული მონაცემები მოსახლეობისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ საქართველოში

მოსახლეობა სულ (ათასი)  4394.7
ქალაქად  52.5%
სოფლად  47.5%
სრული ტერიტორია (ათასი კილომეტრი)  69.7
მოსახლეობის სიმჭიდროვე  66
ბუნებრივი აღწარმოების მაჩვენებელი (1 000 სულ მოსახლეზე)  1.8
10-24 წლის ასაკის მოსახლეობა  23%
60 და მეტი წლის ასაკის მოსახლეობა  18.1%


სიცოცხლის საშუალო ხანგრძლიობა

ქალებს შორის:  79.4 წელი
მამაკაცებს შორის:  70.5 წელი
სულ:  75.1 წელი

შობადობის მაჩვენებელი (1 000 სულ მოსახლეზე)  11.2

სიკვდილიანობის მაჩვენებელი (1 000 სულ მოსახლეზე)  9.4

ჩვილთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი (1 000 ცოცხლადშობილზე)  13.3



რეპროდუქციული ჯანმრთელობის შერჩეული ინდიკატორები

ფერტილობის მაჩვენებელი ქალებში სამწლიან მონაკვეთში 1.6

20-24 წლის ასაკის ქორწინებაში მყოფ ქალთა პროცდენტული მაჩვენებელი, ვისაც მეტი შვილის ყოლა სურს  68.2

შვილების იდეალური რაოდენობა ახლგაზრდა ოჯახში  2.8

სახლში მშობიარობების პროცენტული მაჩვენებელი  7.5

15-44  წლის ქორწინებაში მყოფ ქალთა პროცენტული მაჩვენებელი, ვინც ამჟამად მიმართავს კონტრაცეპციის თანამედროვე მეთოდებს 26.4 

აბორტების მაჩვენებლი ქალებში სამწლიან მონაკვეთში 3.1

აბორტების მაჩვენებელი ქალებში სამწლიან მონაკვეთში ასაკისმიხედვით (1000 ქალზე)


ასაკი  15-19      12
         20-24    123

15-44 წლის ასაკის ქალთა პროცენტული მაჩვენებელი, ვისაც სმენია კონტრაცეპციის თანამედროვე მეთოდების შესახებ.  96.7

 

 უკან დაბრუნება >>