A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Only variable references should be returned by reference

Filename: core/Common.php

Line Number: 239

UNFPA GEORGIA

გაეროს მოსახლეობის ფონდი საქართველოში – პარტნიორობა პროგრესისათვის

გაეროს მოსახლეობის ფონდი საქართველოში – პარტნიორობა პროგრესისათვის

გაეროს მოსახლეობის ფონდის საქმიანობა საქართველოს დასახმარებლად 1993 წელს დაიწყო კონტრაცეპტივების მარაგით უზრუნველყოფის პროექტითა და ბაზისური მიმართულებით მოსახლეობის რეპროდუქციული ჯანმრთელობის პრობლემების მოსაგვარებლად.

საქართველოს სრულმასშტაბიანი წარმოადგენლობა გაეროს მოსახლეობის ფონდმა 1999 წელს გახსნა, ამ დროიდან გააფართოვა ოპერაციები დამოუკიდებელი პროგრამების და პროექტების დაფინანსებით, ძირითადად რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში.

გაეროს მოსახლეობის პროგრამა ეხმარება საქართველოს მთავრობას ქაიროს კონფერენციის სამოქმედო პროგრამისა და ათასწლეული მიზნების განხორციელებაში.

გაეროს მოსახლეობის ფონდის საქმიანობა და პროგრამები მორგებულია ქვეყნის თავისებურებებს და მიმართულია საქართველოში მდგომარეობის გასაუმჯობესებლად რეპროდუქციული ჯანმრთელობის, მოსახლეობისა და განვითარების და გენდერულ სფეროებში ძირითად ასპექტებზე მუშაობის კონცენტრირების გზით, დაწყებული რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურებიდან და დამთავრებული გენდერული თანასწორობასა და ხარისხიანი მონაცემთა ბაზის განვითარებით.